თემა
|
ფული და ბავშვები
|
სწავლების საფეხური
|
III ( საშუალო)საფეხური
|
მოსწავლეთა პროფილი
|
18 მოსწავლე
|
განსაკუთრებული მიდგომების,შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეთა რაოდენობა
|
-
|
გაკვეთილის აქტუალობა
|
ეს გაკვეთილი მოსწავლეს ხელს შეუწყობს საკუთარი ნააზრევის დახვეწაში,საუბრის გრამატიკულად გამართვაში,კვლევის უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად წარმართვაში .გაიმდიდრებენ ლექსიკას
|
საჭირო რესურსი
|
ტექსტი,პროექტორი,საპრეზენტაციო პროგრამა,ქართულ-რუსული ლექსიკონი
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
· გაიგებს ფაქტობრივი მასალის შემცველ შემეცნებით ტექსტს ,მოიძიებს ინფორმაციას ფულის ფუნქციებისა და თვისებების შესახებ . მის მნიშვნელობას დააკავშირებს საკუთარ საჭირობებთან.
· მოსწავლე დაიცავს ენისთვის დამახასიათებელ ინტონაციას, იმეტყველებს გაბმულად, მოიშველიებს გრამატიკულ კონსტრუქციებს
· .მოსწავლე განავითარებს ენისდამოუკიდებლად სწავლის უნარს,შედეგზე დაკვირვებით აღნიშნავს სად აქვსწინსვლა,სად უჭირს
· მოსწავლე მართავს რესურსებს ,მოიძიებს ინფორმაციას კლასში,დაახარისხებს და დააჯგუფებს მათ
|
წინარე ცოდნა
|
ზმნის წარსული და ახლანდელი ფორმები,რთული ქვეწყობილი წინადადება მიზნის გარემოების კავშირებით,ლექსიკური მასალა
|
აქტივობა
|
· ,საორგანიზაციო საკითხები, - (2 წთ.)
· პროვოცირება ( 5 წთ)
· შინაარსის რეალიზება (20 წთ)
· პრეზენტაცია (13 წთ)
· შეფასება (5 წთ)
|
გაკვეთილის თანამიმდევრობა
|
საორგანიზაციო საკითხების შემდეგ(2 წთ) მასწავლებელი წინარე ცოდნის დონეს ამოწმებს კითხვების მეშვეობით.მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს მიმართავს პროვოცირებას (5 წთ ) პროექტორის მეშვეობით წარუდგენს კლასს კვლევის დიაგრამას,თუ ძირითადად რაში ხარჯავენ უცხოელი თანატოლები ფულს და სთხოვს მათ ჩაატარონ კლასში მსგავსი გამოკითხვა.
ბავშვები ინტერნეტში პოულობენ ტექსტს ფულის ფუნქციების შესახებ, კითხულობენ ტექსტს და თარგმნიან.(20 წთ ) შემდეგ იყოფიან სამ ჯგუფად გათვლის პრინციპით(პირველი გათვლის მოსწავლეები ერთად ჯგუფდებიან და ასე შესაბამისად) და ეძლევათ დავალება გარკვეული დროის მონაკვეთში მოცემულ კითხვებზე დაყრდნობით აწარმოონ შიგა კვლევა ჯგუფებში: 1)რა აუცილებლობას წარმოადგენს თქვენთვის ფულის ქონა ,2)ძირითადად რაში ხარჯავთ ფულს.
კვლევის საბოლოო შეჯერება ხდება მთლიანი კლასის ინფორმაციის საფუძველზე და პრეზენტაცია ხდება კვლევის გრაფიკული მონაცემის დართვით.(13 წთ) მსჯელობენ არგუმენტირებულად, მოიშველიებენ სამეტყველო კონსტრუქციებს : ძირითადად ,ხანდახან, იშვიათად, იმიტომ რომ... აკეთებენ დასკვნას და ახდენენ კვლევის არგუმენტირებულ დემონსტრირებას .მასწავლებელი წერს განმავითარებელ შეფასებას (5 წთ)
|
შეფასება პრეზენტაციაში
|
1-2-3 ქულა ----ვერ გადმოსცემს ჯგუფის მიერ შემუშავებულ თემას
4-5 ქულა-----მომზადებულ თემას კითხულობს შეცდომებით
6-7 ქულა-----გადმოცემს შემუშავებულ თემას,უჭირს მეტყველება,უშვებს შეცდომებს
8-9-10 ქულა-----თხრობა გაბმულია,აქვს უმნიშვნელო შეცდომები,იცავს ინტონაციას,აფასებს მოვლენებს,მსჯელობს არგუმენტირებულად,დამოუკიდებლად
|
გაკვეთილის შეჯამება
|
გაიაზრეს ინფორმაცია,განივითარეს კვლევა-ძიების,მეტყველების უნარები
|
თვითშეფასება
|
გაკვეთილმა მიზანს მიაღწია
|
понедельник, 27 мая 2013 г.
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий